Tuesday, February 18, 2014

მე-9 დღის რეფლექსია


          დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი. ავტვირთეთ პორთფოლიო ბლოგზე და მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია.ინტელის კურსის ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, შევიძინე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ ტრენერს ნინოს, რომელმაც გამოიჩინა დიდი მოთმინება და პროფესიონალიზმი.
   ყველა ჩემს კოლეგას უსურვებ წარმატებებს.

Saturday, February 15, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით ტრენინგის მერვე მოდულს. შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთ ტესტი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი ტესტი ამ გვერდზე. საინტერესოდ წარიმართა დღე... გარდა ზემოთხსენებულისა დღეს ვისწავლეთ როექტის პრეზენტაციაში როგორ უნდა დავამატოთ word-ის საჭირო დოკუმენტები. ერთი სიტყვით,ვემზადებით საფინალო დღისთვის..ხვალ საკუთარი პროექტი უნდა წარვუდგინოთ ჯგუფს. ასე, რომ კიდევ ერთი საინტერესო დღე გველის წინ...

Tuesday, February 11, 2014

მე-7 დღის რეფლექსია...

დღეს ჩვენ ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ სუსტი მოსწავლისთვის შამბლონი,როგორ უნდა გადავიტანოთ შამბლონში სურათი.
   ვისწავლეთ ბლოგისთვის დიზაინის შეცვლა,ზომის შეცვლა,გაჯეტებისა და პოსტების ზომის შეცვლა,სათაურის შეცვლა,საათის დაყენება,სურათის გადმოტანა გაჯეტში.დიდი მადლობა..

Tuesday, February 4, 2014

მე-5-ე დღის რეფლექსია

დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული. შევისწავლეთ ფოტოების და ვდეოების გადმოწერა და ატვითვა.გნვიხილეთ ორი: მე-3 და მე-4 მოდული.ვისწავლეთ მოსწავლეების მიერ როგორ უნდა იქნას მომზადებული პრეზენტაცია და შევქმენით სავარაუდო ნამუშევარი. გავეცანით საავტორო უფლებებს. დიდი მადლობა გაწეული სამსახურისათვის.

Saturday, February 1, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

პირველი აქტივობა: განვიხილეთ ჩვენს მიერ ფორმულირებული მიმართულების მიმცემი შეკითხვები, მოხდა ჩასწორება და დახვეწა. მეორე აქტივობა: გავეცანით დროში გაწელილი შეფასების გეგმას და პრაქტიკულ მეცადინეობაში გამოვცადეთ იგი პროექტის გეგმის შაბლონის შევსებისას. მესამე აქტივობა: შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია. ვიმუშავებ PowerPoint-ში. პრეზენტაცია შევინახეთ პორთოლიოში, შემდეგ ავტვირთეთ google-ის drive-ში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მე-3 დღის რეფლექსია

ტრენინგის 3 დღე ისეთივე საინტერესო იყო როგორც დანარჩენები.დღეს ვმუშაობდით 2 მოდულზე. გავეცანით სტანდარტების დაგეგმვას, დავამუშავეთ მირთულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით, გამოვიყენეთ პრეზენტაცია " მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები". გავეცანით drive-ს დოკუმენტის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთ თანამშრომლობას. დიდი მადლობა ნინო.